ჩვენს შესახებ
ვინ ვართ ჩვენ და რას გთავაზობთ
კომპანიის საქმიანობა მოიცავს სრულ კონსტრუქციულ მომსახურებას. ჩვენი კომპანია აერთიანებს მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ სპეციალისტებს, რომელთა პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს თითოეული პროექტის მაღალ ხარისხს. ჩვენი მიზანია შევქმნათ ინოვაციური, ოპტიმალური და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც პასუხობს თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებს.
გუნდი იყენებს წამყვან საინჟინრო პროგრამებს – AutoCAD-ს (ინჟინრული ნახაზებისთვის), Lira-ს (სტრუქტურული ანალიზისთვის), Revit-ს (BIM მოდელირებისთვის) და სხვა პლატფორმებს – რაც გვაძლევს შესაძლებლობას შევასრულოთ პროექტების კონსტრუქციული ნაწილი ხარისხიანად და რაც მთავარია არქიტექტურულ მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში.
მთავარი მიმართულებები
ჩვენი ძირითადი მიმართულებები მოიცავს სამოქალაქო და სამრეწველო პროექტებს, რაც გულისხმობს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, ინდივიდუალური სახლების, რეკონსტრუქციის და სხვა კომერციული ან საჯარო შენობების სტრუქტურული დიზაინის შემუშავებას.
ასევე გთავაზობთ მშენებლობის ზედამხედველობასა და საკონსულტაციო მომსახურებას, რათა უზრუნველვყოთ პროექტების ხარისხიანი შესრულება, შემუშავებული ნახაზების საფუძველზე.